Airwrap HS05 Complete

მულტი-სტაილერი 6-in-1 — ლოკონები, ტალღები, მოცულობა

Airwrap HS05 Complete

ორიგინალი მოდელი: Dyson Airwrap™ HS05 Complete (2022) · ეს არის ანალოგი

320 GEL ფასი საბოლოოა
ინსტაგრამი ↗

ჯავშნისთვის საჭიროა 50 ლარის ავანსი · ჩამოსვლა 4–6 კვირაში · კურიერი თბილისსა და რეგიონებში 6–9 ლარი

  • 6 სათითაო ერთ კომპლექტში — ლოკონი, ტალღა, გასწორება, მოცულობა, შრობა
  • Coanda-ეფექტი: თმა თავად ეხვევა ბარელზე, გაჭიმვის გარეშე
  • ნესტიან თმაზე სტაილინგი — ბუნებრივი ფიქსაცია მთელი დღით
  • ცივი ნაკადი ვარცხნილობის დასაფიქსირებლად
  • ყველაზე პოპულარული საჩუქარი ჩვენს კატალოგში 🎀

აღწერა

HS05 არის ის მოდელი, რომელმაც Airwrap-ბუმი დაიწყო: თმა თავად ეხვევა ბარელზე ჰაერის ნაკადის (Coanda-ეფექტის) წყალობით — გაჭიმვის და დაწვის გარეშე. ერთ კომპლექტში გაქვს ლოკონებიც, ტალღებიც, გლუვი ბლოუაუთიც და მოცულობაც.

ეს არის ორიგინალი Dyson Airwrap™ Complete-ის ანალოგი — იგივე იდეა და გამოცდილება, ხელმისაწვდომ ფასად. ნესტიან თმაზე მუშაობს საუკეთესოდ: ვარცხნილობა შრობისას ფიქსირდება და დღეები ძლებს. ცივი ნაკადი ბოლოს „კეტავს“ ლოკონს.

ვისთვისაა: მათთვის, ვისაც ყოველდღე სხვადასხვა ვარცხნილობა უნდა — კლასიკური არჩევანი საუკეთესო ფასად.

რა შედის კომპლექტში

  • Airwrap კორპუსი
  • დასახვევი ბარელები (2 ზომა — ლოკონისა და ტალღისთვის)
  • დამასწორებელი ჯაგრისი (რბილი)
  • დამასწორებელი ჯაგრისი (მყარი)
  • მოცულობის მრგვალი ჯაგრისი
  • საშრობი-დამაგლუვებელი სათითაო

კომპლექტაცია საორიენტაციოა და შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს პარტიის მიხედვით — ზუსტი კომპლექტი დააზუსტე DM-ში.

Mandarin × თბილისი

როგორ ჯდება შენს ყოველდღიურობაში

Airwrap HS05 Complete — ცხოვრებაში 1
Airwrap HS05 Complete
Airwrap HS05 Complete — ცხოვრებაში 2
Airwrap HS05 Complete

მახასიათებლები

შეადარე სხვა მოდელებს →
ტიპი მულტი-სტაილერი 6-in-1
დანიშნულება ლოკონები, ტალღები, გასწორება, მოცულობა და შრობა
სველ თმაზე ნესტიან თმაზე სტაილინგი (damp styling)
სათითაოები 6 სათითაო
სითბოს რეჟიმები 3 რეჟიმი
სიჩქარე 3 სიჩქარე
ცივი ნაკადი დიახ — ცივი ნაკადი ფიქსაციისთვის
ჭკვიანი ფუნქციები
ორიგინალი მოდელი Dyson Airwrap™ HS05 Complete (2022)

მახასიათებლები საორიენტაციოა — ეყრდნობა ორიგინალი თაობის ფუნქციონალს, რომელსაც ანალოგი იმეორებს.

ხშირი კითხვები

HS05, HS08 თუ HS09 — რომელი ავირჩიო?

HS05 კლასიკაა და საუკეთესო ფასია სრულ კომპლექტზე; HS08 უფრო ახალი თაობის ფორმაა; HS09 კი ყველაზე ახალი და მძლავრი მოდელის ანალოგია. შედარების გვერდზე ყველა განსხვავება ერთ ცხრილშია.

გამოუვა ჩემს თმას? მოკლე/ხშირ/ხუჭუჭა თმაზე მუშაობს?

ბარელები საშუალო და გრძელ თმაზე საუკეთესოდ მუშაობს; ჯაგრისები ნებისმიერ სიგრძეზე. თუ გიჭირს არჩევა — მოგვწერე DM-ში, გკითხავთ თმის ტიპს და გირჩევთ.

რით განსხვავდება ორიგინალისგან?

ეს არის ანალოგი — ვიზუალურად და ფუნქციურად მაქსიმალურად მიახლოებული ორიგინალთან, რომლის ფასიც საქართველოში 2000 ლარს სცდება. 2 წელია ვყიდით და 3000+ გაყიდული ერთეულიდან უკმაყოფილო შემთხვევა არ გვქონია.

როგორ შევუკვეთო?

მოგვწერე ინსტაგრამზე, გადარიცხე 50 ლარი ავანსი და ჯავშანი შენია. ჩამოსვლა 4–6 კვირაში; კურიერი 6–9 ლარი.

პროდუქტი გაგზავნამდე მოწმდება და ყველა მოწყობილობის სერიულ ნომერს ვინიშნავთ. გარანტია არ მოყვება — ქარხნული წუნის შემთხვევაში მოწყობილობა მიღებისთანავე იცვლება ახლით. 2 წელი ბაზარზე · 3000+ გაყიდული ერთეული 🩷

სხვა პროდუქტები

მოგეწონა?

მოგვწერე და დღესვე დაიჯავშნე — 50 ლარის ავანსით