წესები და პირობები

შეკვეთის გაფორმებამდე ზედმიწევნით გაეცანით წესებსა და პირობებს, ასევე პროდუქციის კატალოგს.

შეკვეთა და ჯავშანი

შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია დარიცხოთ ავანსი 50 ლარის ოდენობით. ავანსის დარიცხვის შემდეგ მოგვაწოდეთ ქვითარი და ტელეფონის ნომერი პირადში, რაც ავტომატურად მოგანიჭებთ ჯავშანს. შეკვთის ჩამოსვლის სავარაუდო ვადა არის 4-6 კვირა. საგზაო პირობებიდან გამომდინარე ხანდახან, მითუმეტეს ზამთარში ხდება ვადების გადაცდომა, თქვენი მხრიდან კი ამის გაგება/გათვალისწინება აუცილებელი პირობაა ჩვენთან შეკვეთის შემთხვევაში. შეკვეთის სრული თანხა აუციელებლია რომ დაფაროთ მის ჩამოსვლამდე 2 კვირით ადრე. საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ კი დაუყოვნებლივ გამოიგზავნება თქვენს მითითებულ მისამართზე. თანხის მოცემულ ვადაში ვერ დაფარვის შემთხვევაში შეკვეთა იქნება გაუქმებული. ავანსი კი არ არის დაბრუნებადი ნებსიმიერი მიზეზით გაუქმების შემთხვევაში 🎀

გადახდა

საქართველოს ბანკი

GE20BG0000000611889254

თბს ბანკი

GE58TB7674745064300084

მიწოდება

ფასები არის საბოლოო. ემატება შიდა საკურიერო მომსახურება თბილისსა და რეგიონში 6-9ლ, რომელსაც იხდით კურიერთან

გარანტია და შემოწმება

ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად მოიხმარს და უფრთხილდება ტექნიკას, რასაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ასევე დაბალი ფასიდან გამომდინარე - მას არ მოყვება გარანტია.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი გაგზავნამდე მოწმდება ყურადღებით, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ქარხნული წუნი. თუ მოწყობილობა მიღებისთანავე აღმოჩნდა დეფექტური, ის აუცილებლად შეიცვლება ახალით.

თითოეული გაგზავნილი მოწყობილობის სერიულ ნომერს ვინიშნავთ, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება.

პროდუქტის მიღებისთანავე გთხოვთ შეამოწმოთ იგი და დაგვიდასტუროთ, რომ არ აქვს გარეგანი ან ტექნიკური დაზიანება. დადასტურების შემდეგ მოწყობილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

სასაჩუქრე ბარათი

სასაჩუქრე ბარათი აქტიურია მხოლოდ გადახდის შემდეგ. გადარიცხეთ თანხა და გადმოგვიგზავნეთ კოდთან ერთად ქვითარი DM-ში — ჩვენ ვააქტიურებთ ბარათს. ბარათის მინიმალური ღირებულებაა 200 GEL; გამოყენება შესაძლებელია ნაწილობრივ, ნაშთი ინახება კოდზე.