ხშირი კითხვები
ყველაფერი შეკვეთაზე, ხარისხზე, მიწოდებასა და გადახდაზე — ერთ გვერდზე.
როგორ შევუკვეთო?
აირჩიე პროდუქტი კატალოგში და დააჭირე „შეკვეთა DM-ში" — შეტყობინება უკვე მზადაა, გამოგზავნი WhatsApp-ზე, ინსტაგრამზე ან SMS-ით. ჯავშნისთვის საჭიროა 50 ₾ ავანსი, ქვითარს კი პირადში გვიგზავნი.
როგორი ხარისხია Dyson-ის ანალოგი?
პროდუქტი არის ბაზარზე ყველაზე მაღალი ხარისხის, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად — მაქსიმალურად მიმსგავსებული ავთენტურს როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად. 2 წლის მანძილზე 3000+ გაყიდული ერთეულია და ყველა მოწყობილობა გაგზავნამდე მოწმდება.
რამდენ ხანში ჩამოვა შეკვეთა?
ჩამოსვლის სავარაუდო ვადა 4–6 კვირაა. ზამთარში, საგზაო პირობების გამო, ვადა შეიძლება ოდნავ გადაცდეს. ჩამოსვლისთანავე კურიერი მოგიტანს მისამართზე.
როგორ ხდება გადახდა?
ჯავშნისთვის რიცხავ 50 ₾ ავანსს საბანკო გადარიცხვით (საქართველოს ბანკი ან თიბისი — რეკვიზიტები წესების გვერდზეა). სრული თანხის დაფარვა საჭიროა ჩამოსვლამდე 2 კვირით ადრე. საიტზე ონლაინ გადახდა არ ხდება.
რა ღირს მიწოდება?
ფასები საბოლოოა — ემატება მხოლოდ შიდა საკურიერო მომსახურება თბილისსა და რეგიონებში 6–9 ₾, რომელსაც კურიერთან იხდი.
მოყვება გარანტია?
გარანტია არ მოყვება, მაგრამ ყველა მოწყობილობა გაგზავნამდე მოწმდება და სერიული ნომერი ფიქსირდება. ქარხნული წუნის შემთხვევაში მოწყობილობა მიღებისთანავე იცვლება ახლით. სრული პირობები წესების გვერდზეა.
რომელი მოდელი ავირჩიო?
შედარების გვერდზე ყველა მოდელი ერთ ცხრილშია — ფასები, ფუნქციები და ფერები. თუ მაინც გიჭირს არჩევა, მოგვწერე თმის ტიპი და სასურველი შედეგი, ჩვენ გირჩევთ.
როგორ მუშაობს სასაჩუქრე ბარათი?
საიტზე ქმნი ბარათს სასურველი თანხით (მინ. 200 ₾), რიცხავ თანხას და ქვითარს კოდთან ერთად გვიგზავნი DM-ში — ბარათი აქტიურდება. გამოყენება ნაწილობრივაც შეიძლება, ნაშთი კოდზე ინახება.